ჰამშიკი მარადონას რეკორდის დამხობას აპირებს

AutoSharing Option
მეათე სეზონს იწყებს "ნაპოლიში" 30 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი და ამბობს, დიეგო მარადონას, რომელიც ნეაპოლელთათვის ღმერთია, ჩვენს გუნდში ყველა ტურნირზე 115 გოლი აქვს გატანილი, მე 113, იმედია მალე დავეწევი და გადავასწრებო.

მისი თქმით, არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ ნავთსაყუდელის გამოცვლას არ გეგმავს, რამეთუ ამ ქალაქში ცხოვრებაც მოწონს და მის გუნდში თამაშიც, "მილანიც" იწვევდა და "იუვენტუსიც", თუმცა გრძნობდა საამისოდ მზად არ იყო და თავი შეიკავა.

მარეკს უნდა იტალიის ჩემპიონი გახდეს და იმედს გამოთქვამს, რომ ამისათვის 40 წლამდე მოცდა არ დაჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას სახლში სარკე არა აქვს?
სოსო
09:28 08-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული