სერია A. IV ტური: რეაბილიტაციის შანსი "ნაპოლისა" და "იუვეს"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მარცხიანი სტარტის შემდეგ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ნაწილობრივ რეაბილიტაციას შინაურ ფრონტზე ეცდებიან.

ორივე გუნდი, ჯერჯერობით, უდანაკარგოა სერია A-ში და, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი ამოცანები არც ამ ტურში ელოდებათ...

ფაქტები
  • "იუვენტუსმა" "სასუოლოს" სერია A-ს 8 მატჩიდან 6 მოუგო (1 მარცხი, 1 ფრე).
  • "იუვენტუსს" ტრავმირებული ნახევარმცველი სამი ხედირა არ ეყოლება.
  • "ნაპოლის" ცენტრალური მცველი ვლად კირიკეში ტრავმირებულია.
  • "ნაპოლის", ბოლო 15 მატჩში, თითო გოლი მაინც გააქვს.
  • გასულ სეზონში "კროტონემ" "ინტერი" შინ 2:1 დაამარცხა.
  • "ვერონას" "რომა" 1996 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაუმარცხებია. "ოლიმპიკოზე" ვერონელთა მიღწევა 2 მოგებით (ბოლოს
    1973 წელს) შემოიფარგლება.
  • ბოლო 23 მატჩში "რომას" ერთი გოლი მაინც გააქვს.
  • "ბოლონიამ" "ფიორენტინასთან" საგარეო მატჩში ბოლოს 2010 წლის იანვარში გაიმარჯვა (2:1).
  • წინა სეზონში "ფიორენტინამ" "ბოლონიას" ორივე მატჩი მოუგო.
  • "მილანს" "უდინეზე" 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.
  • გასულ სეზონში "მილანმა" "უდინეზესთან" ორივე მატჩი წააგო - სტუმრად 1:2, შინ 0:1.
  • "ტორინოსა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 5 მატჩში საშუალო შედეგიანობა 3.2 გოლია.
  • "სამპდორიამ" "ტორინოსთან" სტუმრად ბოლოს 2014 წლის მარტში გაიმარჯვა (2:0).
  • "ატალანტას" ბოლო 5 მატჩში ფრედ არ უთამაშია.
  • "ატალანტამ" "კიევო" სერია A-ს ზედიზედ 3 მატჩში დაამარცხა, მათ შორის, ორჯერ - წინა ჩემპიონატში - 4:1 სტუმრად, 1:0 - შინ.
  • "ჯენოას" სერია A-ს ბოლო 4 მატჩში არ გაუმარჯვია.
  • "ჯენოამ" "ლაციო" შინ ბოლოს 2014 წლის სექტემბერში დაამარცხა (1:0).

შაბათი, 16 სექტემბერი
კროტონე-ინტერი 17:00
ფიორენტინა-ბოლონია 20:00
რომა-ვერონა 22:45

კვირა, 17 სექტემბერი
სასუოლო-იუვენტუსი 14:30
მილანი-უდინეზე 17:00
ნაპოლი-ბენევენტო 17:00
სპალ-კალიარი 17:00
ტორინო-სამპდორია 17:00
კიევო-ატალანტა 20:00
ჯენოა-ლაციო 22:45

ბომბარდირები: 5 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ჩირო იმობილე (ლაციო); 3 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), სირილ ტერო (ფიორენტინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული