ორივე გუნდი, ჯერჯერობით, უდანაკარგოა სერია A-ში და, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი ამოცანები არც ამ ტურში ელოდებათ...
ფაქტები
- "იუვენტუსმა" "სასუოლოს" სერია A-ს 8 მატჩიდან 6 მოუგო (1 მარცხი, 1 ფრე).
- "იუვენტუსს" ტრავმირებული ნახევარმცველი სამი ხედირა არ ეყოლება.
- "ნაპოლის" ცენტრალური მცველი ვლად კირიკეში ტრავმირებულია.
- "ნაპოლის", ბოლო 15 მატჩში, თითო გოლი მაინც გააქვს.
- გასულ სეზონში "კროტონემ" "ინტერი" შინ 2:1 დაამარცხა.
- "ვერონას" "რომა" 1996 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაუმარცხებია. "ოლიმპიკოზე" ვერონელთა მიღწევა 2 მოგებით (ბოლოს 1973 წელს) შემოიფარგლება.
- ბოლო 23 მატჩში "რომას" ერთი გოლი მაინც გააქვს.
- "ბოლონიამ" "ფიორენტინასთან" საგარეო მატჩში ბოლოს 2010 წლის იანვარში გაიმარჯვა (2:1).
- წინა სეზონში "ფიორენტინამ" "ბოლონიას" ორივე მატჩი მოუგო.
- "მილანს" "უდინეზე" 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.
- გასულ სეზონში "მილანმა" "უდინეზესთან" ორივე მატჩი წააგო - სტუმრად 1:2, შინ 0:1.
- "ტორინოსა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 5 მატჩში საშუალო შედეგიანობა 3.2 გოლია.
- "სამპდორიამ" "ტორინოსთან" სტუმრად ბოლოს 2014 წლის მარტში გაიმარჯვა (2:0).
- "ატალანტას" ბოლო 5 მატჩში ფრედ არ უთამაშია.
- "ატალანტამ" "კიევო" სერია A-ს ზედიზედ 3 მატჩში დაამარცხა, მათ შორის, ორჯერ - წინა ჩემპიონატში - 4:1 სტუმრად, 1:0 - შინ.
- "ჯენოას" სერია A-ს ბოლო 4 მატჩში არ გაუმარჯვია.
- "ჯენოამ" "ლაციო" შინ ბოლოს 2014 წლის სექტემბერში დაამარცხა (1:0).
შაბათი, 16 სექტემბერი
კროტონე-ინტერი 17:00
ფიორენტინა-ბოლონია 20:00
რომა-ვერონა 22:45
კვირა, 17 სექტემბერი
სასუოლო-იუვენტუსი 14:30
მილანი-უდინეზე 17:00
ნაპოლი-ბენევენტო 17:00
სპალ-კალიარი 17:00
ტორინო-სამპდორია 17:00
კიევო-ატალანტა 20:00
ჯენოა-ლაციო 22:45
ბომბარდირები: 5 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ჩირო იმობილე (ლაციო); 3 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), სირილ ტერო (ფიორენტინა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"