სერია A. IV ტური: "ინტერი" შეუჩერებელია, ჯეკომ დუბლით თავი შეგვახსენა [VIDEO]

AutoSharing Option
16 სექტემბერს იტალიის სერია A-ის მე-4 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

მილანის "ინტერმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კროტონე", ეს გუნდის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. ანგარიში 82-ე წუთზე სლოვაკმა მილან შკრინიარმა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი თავი ივან პერიშიჩმაც გამოიჩინა.

"რომას" "ვერონას" დამარცხებაში ედინ ჯეკოს დუბლი დაეხმარა, პირველი გოლი კი რაჯა ნაინგოლანმა გაიტანა.

შაბათი, 16 სექტემბერი
კროტონე-ინტერი 0:2
გოლები: 0:1 შკრინიარი (82), 0:2 პერიშიჩი (92)


ფიორენტინა-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 კიეზა (51), 1:1 პალასიო (52), 2:1 პეცელა (69)

რომა-ვერონა 3:0
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (22), 2:0 ჯეკო (33), 3:0 ჯეკო
(61)
გაძევება: სუპრაიენი (66. ვერონა)

კვირა, 17 სექტემბერი
სასუოლო-იუვენტუსი 14:30
მილანი-უდინეზე 17:00
ნაპოლი-ბენევენტო 17:00
სპალ-კალიარი 17:00
ტორინო-სამპდორია 17:00
კიევო-ატალანტა 20:00
ჯენოა-ლაციო 22:45

1. ინტერი - 12 ქულა; 2. იუვენტუსი - 9; 3. ნაპოლი - 9; 4. ლაციო - 7; 5. ტორინო - 7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული