ვუნდერკინდის დუბლმა "ჯენოა" "ლაციოსთან" მარცხს ვერ გადაარჩინა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში გენუაში "ჯენოასთან" რომის "ლაციო" მე-13 წუთზე დაწინაურდა და მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ივან ჯუკიჩმა 33-ე წუთზე შეცვლაზე 16 წლის თავდამსხმელი პიეტრო პელეგრი შეუშვა, რომელმაც ორჯერ დალაშქრა სტუმართა კარი, მაგრამ ჭაბუკ პიეტროს დუბლითვე უპასუხა ამ სეზონში ჩინებულად ათამაშებულმა ჩირო იმობილემ და რომაელებმა 3:2 მოიგეს.

სხვათა შორის, პელეგრიმ გასულ სეზონში "რომაც" დაამწუხრა. ის ამ საუკუნეში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ყველაზე ახალგაზრდა დუბლის შემსრულებელია და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატზე ითამაშა - შარშან 22 დეკემბერს "ტორინოსთან" შეხვედრაში შედგა მისი დებიუტი,
როდესაც 15 წლისა და 280 დღის იყო. პიეტროს შეძენას და არენდით თავისსავე გუნდში დატოვებას "მილანი" ცდილობს.

რაც შეეხება იმობილეს, ბოლო 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული