სერია A. IV ტური: ეს უნდა გენახათ!.. [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ისეთი პირი უჩანს, "ინტერი" აუცილებლად იქნება სკუდეტოს მაძიებელთა შორის. ამის ვარაუდი, დიდი ალბათობით, აქედანვე შეიძლება. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი ამ დროისთვის ასპროცენტიანი შედეგით იწონებს თავს.

"კროტონემ" ფავორიტს ძალიან დიდი ბრძოლა გაუმართა და მთელ რიგ შემთხვევებში უკეთესიც იყო, თუმცა იტალიური გრანდის კარის დარაჯს, სამირ ჰანდანოვიჩს, ვერაფერი მოუხერხა. მატჩის ბოლოს ჯერ შკრინიარმა გაიტანა, მერე კი პერიშიჩმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"რომამ" საშინაო ასპარეზზე იოლად მოუგო "ვერონას". დუბლი მიითვალა გუნდის ბოსნიელმა ლიდერმა ედინ ჯეკომ, სტუმართა რბევას კი სათავე რაჯა
ნაინგოლანმა დაუდო. მთლიანობაში, ფავორიტი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეეძლო, უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო.

"იუვენტუსმა" გასვლით მატჩში შანსი არ დაუტოვა "სასუოლოს". დაუვიწყარი შოუ გვაჩუქა დიდებულ ფორმაში მყოფმა პაულო დიბალამ, ვინც ჰეთ-თრიკი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი იყო არგენტინელი ვარსკვლავის პირველი გოლი, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ საფეხბურთო შედევრთა კატეგორიას. მთლიანობაში "იუვე" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ დაუშვა რამდენიმე მეტად დასანანი შეცდომა დაცვაში.

"მილანმა" რთული მატჩი გადაიტანა "უდინეზესთან", მაგრამ მაინც მოიგო. მატჩის გმირი შეიქნა ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი, ვინც "როსონერის" ბოლო შენაძენი გახდა ამ ზაფხულს. ძალიან კარგი იყო კოტდივუარელი ფრანკ კესიც, ვინც ბოლო დროს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. მან საგოლე პასიც მიითვალა. ეს მატჩი იმით გამოირჩა, რომ არბიტრმა მეტოქეთა თითო გოლი გააუქმა.

ჩემპიონატის ყველაზე შემტევი გუნდის სტატუსს, ალბათ, არც ამ სეზონში დათმობს "ნაპოლი". მაურიციო სარის ბიჭებმა საშინაო შეხვედრაში "ბენევენტოს" 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. ჰეთ-თრიკი მიითვალა დრის მერტენსმა. მთლიანობაში "ნაპოლი" ძალიან ბევრს უტევდა და გვიჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში "შახტართან" წარუმატებელი შეხვედრა მათი მხრიდან უკვე დავიწყებულია.

ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ჩირო იმობილეს შესანიშნავმა თამაშმა "ლაციოს" რთული გასვლითი გამარჯვება მოუტანა "ჯენოასთან". იტალიის ნაკრების შემტევი დიდებულ ფორმაშია (დუბლი მიითვალა) და ტემპი არც ამ მატჩში დაუგდია.

ფაქტები
  • ჩირო იმობილემ "ლაციოს" 7 გოლში მიიღო მონაწილეობა. 6 თავად გაიტანა, 1 სხვას გაატანინა.
  • "ნაპოლიმ" ზედიზედ მოიგო სერია A-ს 9 მატჩი, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
  • 2006/07 წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "მილანს" 4 ტურის შემდეგ 9 (და მეტი) ქულა აქვს. ხსენებულ სეზონში 10 ქულა ჰქონდა.
  • დუვან საპატას ("სამპდორია") მიერ "ტორინოს" კარში მე-17 წამზე გატანილი გოლი ყველაზე სწრაფია სერია A-ს მიმდინარე კამპანიაში.
  • 1959/60 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "იუვენტუსს" 4 ტურის შემდეგ 13 გოლი აქვს გატანილი.
  • ლუკა ტონის (2005/06) შემდეგ პაულო დიბალა პირველი ფეხბურთელია სერია A-ში, ვინც პირველი ოთხი ტურის ყველა მატჩში გაიტანა ერთი გოლი მაინც.
  • პაულო დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით) თავის მე-100 მატჩში.
  • "იუვენტუსმა" "სასუოლო" ბოლო 3 ურთიერთშეხვედრაში დაამარცხა და გაუშვა მხოლოდ 1 გოლი.
  • "რომამ" 30-ჯერ დაარტყა "ვერონას" კარის მიმართულებით, რაც ამ გუნდის საუკეთესო შედეგია 2013 წლის თებერვლის შემდეგ.
  • ედინ ჯეკომ ბოლო 12 საშინაო მატჩში 12 გოლი გაიტანა.
  • "კროტონეს" ოთხ ტურში არც ერთი გოლი გაუტანია. უკანასკნელად ასეთი რამ "ვენეციას" შეემთხვა 1998/99 წლების სეზონში.
  • მაურო იკარდიმ "ინტერის" მაისურით 150 მატჩი ჩაატარა.

კროტონე-ინტერი 0:2
გოლები: 0:1 შკრინიარი (82), 0:2 პერიშიჩი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (85. რანოკია), შკრინიარი, მირანდა, დალბერტი (64. ნაგატომო) - გალიარდინი (56. ვესინო), ბორხა ვალერო - კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი - იკარდი


ფიორენტინა-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 კიეზა (51), 1:1 პალასიო (52), 2:1 პეცელა (69)


რომა-ვერონა 3:0
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (22), 2:0 ჯეკო (33), 3:0 ჯეკო (61)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი (79. მორენო), ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი, დე როსი, ნაინგოლანი (75. შიკი) - უნდერი (75. ჟერსონი), ჯეკო, ელ შაარავი


სასუოლო-იუვენტუსი 1:3
გოლები: 0:1 დიბალა (16), 0:2 დიბალა (49), 1:2 პოლიტანო (52), 1:3 დიბალა (63)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (72. ბარძალი), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო, დიბალა (85. ბერნარდესკი), მანჯუკიჩი - იგუაინი (78. დუგლას კოშტა)


მილანი-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 კალინიჩი (21), 1:1 ლასანია (28), 2:1 კალინიჩი (31)
მილანი (3-1-4-2): დონარუმა - მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი - კალაბრია, კესი, ბონავენტურა (69. ჩალჰანოღლუ), როდრიგესი - კალინიჩი (85. ლოკატელი), სუსო (69. კუტრონე)


ნაპოლი-ბენევენტო 6:0
გოლები: 1:0 ალანი (3), 2:0 ინსინიე (15), 3:0 მერტენსი (27), 4:0 კალიეხონი (31), 5:0 მერტენსი (65-პენ), 6:0 მერტენსი (90-პენ)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (74. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალიეხონი (66. უნასი), მერტენსი, ინსინიე (58. ჯაკერინი)


სპალ-კალიარი 0:2
გოლები: 0:1 ბარელა (17), 0:2 ჟოაო პედრო (68)


ტორინო-სამპდორია 2:2
გოლები: 0:1 საპატა (1), 1:1 ბასელი (13), 2:1 ბელოტი (14), 2:2 კვალიარელა (34)


კიევო-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 ბასტიენი (52), 1:1 გომესი (90-პენ)


ჯენოა-ლაციო 2:3
გოლები: 0:1 ბასტოსი (13), 1:1 პელეგრი (57), 1:2 იმობილე (70), 2:2 პელეგრი (73), 2:3 იმობილე (83)
ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრი (60. კაისედო), რადუ - ბასტა (67. მარუშიჩი), მურჯა (66. ლუკაკუ), ლუკას ლეივა, ლულიჩი - ლუის ალბერო, მილინკოვიჩ-სავიჩი - იმობილე


ბომბარდირები: 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 6 - ჩირო იმობილე (ლაციო), 5 - მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

მომდევნო ტური
19 სექტემბერი:
ბოლონია-ინტერი

20 სექტემბერი:
ბენევენტო-რომა, მილანი-სპალ, ატალანტა-კროტონე, კალიარი-სასუოლო, ჯენოა-კიევო, იუვენტუსი-ფიორენტინა, ლაციო-ნაპოლი, უდინეზე-ტორინო, ვერონა-სამპდორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული