პელეგრიმ, დედაჩემსა გონია, სულ სკოლაში დავდივარო

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე რომის "ლაციოსთან" ორი გოლის გამტანმა "ჯენოას" 16 წლის ფორვარდმა პიეტრო პელეგრიმ ჟურნალისტებს გული გადაუშალა:

"ეს ჩემი ოცნება იყო. ჩემთვის და მამაჩემისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საღამო გახლდათ. სკოლა არ დამიმთავრებია, მაგრამ კერძო რეპეტიტორს ავიყვან, რომელიც დილის ვარჯიშების მერე მამეცადინებს.

მამა ფეხბურთზე სულ თან დამყვებოდა, თოვლსა თუ წვიმაში და კარგია, რომ გავახარე. მისი დამსახურებაა ფეხბურთელი რომ გამოვედი. დედას კი გონია, სულ სკოლაში დავდივარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული