"ეს ჩემი ოცნება იყო. ჩემთვის და მამაჩემისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საღამო გახლდათ. სკოლა არ დამიმთავრებია, მაგრამ კერძო რეპეტიტორს ავიყვან, რომელიც დილის ვარჯიშების მერე მამეცადინებს.
მამა ფეხბურთზე სულ თან დამყვებოდა, თოვლსა თუ წვიმაში და კარგია, რომ გავახარე. მისი დამსახურებაა ფეხბურთელი რომ გამოვედი. დედას კი გონია, სულ სკოლაში დავდივარ".