"იუვენტუსში" ბუფონს ობლაკი შეცვლის?

AutoSharing Option
ესპანური და იტალიური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი კარიერას დაასრულებს, მას "ბებერ ქალბატონში" "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს "იუვემ" პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ შჩესნი იყიდა, ბუფონის შემცვლელის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ობლაკს "ატლეტებთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს. მისი შეძენის მსურველმა კლუბმა მადრიდელებს 100 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული