"იუვენტუსმა", ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, "ფიორენტინა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ტურინელებმა მეტოქეს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება არ მისცეს, რაც 2016 წლის 21 სექტემბრის, ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. გამარჯვების გოლი კი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა.
"ნაპოლიმ" აქამდე წაუგებელი "ლაციო" მისსავე მოედანზე გაანადგურა. მატჩის 54-ე წუთზე, წინ რომაელები იყვნენ, მაგრამ 5 წუთში ნეაპოლელები უკვე 2 ბურთით
თავად "მილანმა", რომში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორედ იმარჯვა, ამჯერად სპალ-თან, რომელმაც მიჯრით მესამე შეხვედრა წააგო.
უქულოდ მყოფ ერთადერთ გუნდთან, "ბენევენტოსთან" იოლად მოიგო "რომამ", რომლის მხრიდანაც თავი 2-ჯერ ედინ ჯეკომ გამოიჩინა, ორჯერაც დედაქალაელებს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაეხმარნენ.
ბენევენტო-რომა 0:4
გოლები: 0:1 ჯეკო 22, 0:2 ლუსიონი 35 (ს.კ.), 0:3 ჯეკო 52, 0:4 ვენუტი 74 (ს.კ.)
მილანი-სპალ 2:0
მილანი: დონარუმა, საპატა, ბონუჩი, რომანიოლი, აბატე, კესიე, ბილია (ლოკატელი 82), ჩალჰანოღლუ (ბონავენტურა 74), როდრიგესი, კალინიჩი (სუსო 62), სილვა
გოლები: 1:0 როდრიგესი 26 (პენ), 2:0 კესიე 61 (პენ)
ატალანტა-კროტონე 5:1
გოლები: 1:0 პეტანია 5, 2:0 კალდარა 25, 3:0 ილიჩიჩი 38, 4:0 გომესი 63, 4:1 ტუმინელო 70, 5:1 გომესი 74 (პენ)
კალიარი-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 მატრი 60 (პენ)
ჯენოა-კიევო 1:1
გოლები: 1:0 ლაქსალტი 62, 1:1 გამბერინი 73
იუვენტუსი-ფიორენტინა 1:0
იუვენტუსი: სჩესნი, სტურარო (ლიხტშტაინერი 90+1), ბარძალი, რუგანი, ასამოა, ბენტანკური, მატუიდი, კუადრადო (ბერნარდესკი 82), დიბალა (პიანიჩი 75), მანჯუკიჩი, იგუაინი
გოლი: 1:0 მანჯუკიჩი 52
მილა
ლაციო-ნაპოლი 1:4
გოლები: 1:0 დე ვრეი 30, 1:1 კულიბალი 54, 1:2 კალიეხონი 56, 1:3 მერტენსი 59, 1:4 ჟორჟინიო 90+2 (პენ)
უდინეზე-ტორინო 2:3
გოლები: 0:1 ბელოტი 9, 0:2 ჰალფრედსონი 30 (ს.კ.), 1:2 დე პაული 48 (პენ), 1:3 ლიაიჩი 67, 2:3 ლაზანია 75
ვერონა-სამპდორია 0:0