მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ თუ არგენტინელმა თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მოინდომა ნავთსაყუდელის გამოცვლა, ძალით ვერ დააკავებენ:

"თავის ბედს ყოველთვის ფეხბურთელი წყვეტს. თუ წასვლა უნდა, ძალით ვერ დააკავებ. რატომ გადავიხადეთ გონსალო იგუაინში 90 მილიონი ევრო? ეს პოგბას გაყიდვით დაიწყო. ნეიმარი? "ბარსელონასთვის" ამ დანაკლისის ასე უცბად განსაზღვრა ძნელია. ისე, "ბარსამ" ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ მაგარი ფეხბურთელი დაკარგა.

რაც შეეხება სკუდეტოს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ზაფხულში ბევრი გუნდი გაძლიერდა. ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის რამოდენიმე გუნდი იბრძოლებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული