სერია A. VI ტური: ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
23 სექტემბერს იტალიის ჩემპიონატის VI ტურში ორივე ლიდერმა, "ნაპოლიმ" და "იუვენტუსმა" გაიმარჯვა და 18-18 ქულით ორხელისუფლებიანობას ინარჩუნებენ.

ძალიან გაუჭირდა სტუმრად "სპალის" დამარცხება "ნაპოლის". ანგარიში მე-13 წუთზე საჯარიმოს გარედან დარტყმით პასკუალე სკიატარელამ გახსნა, სტუმრებმა თამაში ცენტრიდან განაახლეს თუ არა, ლორენცო ინსინიემ საპასუხო ბურთი შეუგდო მეკარე ალფრედ გომისს, 71-ე წუთზე ხოსე კალეხონმა დააწინაურა ნეაპოლელები და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, მაგრამ ფედერიკო ვივიანიმ მალე გაათანაბრა ანგარიში და მაინც იმარჯვეს სტუმრებმა. გამარჯვების გოლი ფაუზი გულამმა გაიტანა.

"ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თქვა, რომ "პაოლო მაცას"
სტადიონის მინდორი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მათნაირი სტილის გუნდს უჭირს ასეთ მოედანზე თამაში და ეს სერიოზული პრობლემაა.

ამ მატჩის 70-ე წუთზე კვლავ მუხლის ტრავმა მიიღო "ნაპოლის"  პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა და შეცვალეს.

რაც შეეხება "იუვენტუსი" - "ტორინოს", "ბებერი ქალბატონი" მე-16 წუთზე პაულო დიბალამ დააწინაურა, 24-ეზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა "ტორინოს" ნახევარმცველ დანიელე ბაზელის და ამის შემდეგ "იუვემ" ადვილად გაანადგურა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე.

დუბლის შემსრულებელმა დიბალამ ჩემპიონატზე უკვე 10 გოლი გაიტანა და ტოპ-5-ის პირველობებზე არგენტინელზე მეტი ბურთი მხოლოდ "მონაკოს" ფორვარდს რადამელ ფალკაოს აქვს შეგდებული (11).

ბიანკონერის თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ როგორც იქნა სწრაფ ტემპში ითამაშეს, ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს ჩავარდნა, გამონაკლისი არც გონსალო იგუაინია, რომელიც მე-80 წუთზე შეუშვა შეცვლაზე და პიპიტა კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.

"რომამ" შინ ადვილად მოუგო 3:1 "უდინეზეს". დუბლი სტეფან ელ შაარავიმ მიითვალა, მისმა თანაგუნდელმა დიეგო პეროტიმ კი პენალტი გააცუდა.

რომა-უდინეზე 3:1



სპალ-ნაპოლი 2:3



იუვენტუს-ტორინო 4:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული