"ნაპოლის" ფორვარდი მილიკი ისევ საოპერაციოა

AutoSharing Option
ბედი არ წყალობს 23 წლის პოლონელ ფორვარდს არკადიუშ მილიკს, შარშან ამსტერდამის "აიაქსიდან" "ნაპოლიში" გადასვლისთანავე დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ ოქტომბერში პოლონეთის ნაკრებში დანიასთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო,ოპერაცია გაუკეთეს და ნახევარი სეზონი გაუცდა.

მოირჩინა ტრავმა, ჩადგა ფორმაში და გუშინ "სპალთან" შეხვედრაში ისევ მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო. ხვალ ის რომში "ვილა სტიუარტის" კლინიკაში ცნობილ ქირურგს პიერპაოლო მარიანის გაესინჯება და თუ ოპერაციის გაკეთება დაჭირდა (დიდი ალბათობით დაჭირდება), კვლავ ნახევარი სეზონი გაუცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული