ამ ამბავმა მონტელამდეც მიაღწია და აი, რა თქვა:"დიდ პატივს ვცემ ანჩელოტის, ის პირველი მწვრთნელი იყო, რომელთანაც სტაჟირება გავიარე. ძმასავით მექცეოდა. "ჩელსიში" ასისტენტადაც კი მიწვევდა.
თუ უნდა, მოვიდეს და ჩემს თანაშემწედ დაიწყოს მუშაობა. ამას რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ, რადგან ჩვენ კარგი მეგობრები ვართ".