მონტელა ანჩელოტის თანაშემწეობას თავაზობს

AutoSharing Option
გადააყენეს თუ არა მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, მაშინვე დაიწყეს მარჩიელობა თუ რომელ გუნდს ჩაიბარებს. ზოგი კარლოს "არსენალის" მენეჯერობას წინასწარმეტყველებს, ზოგი "ვესტ ჰემისას", ზოგმა კი გამოთქვა მოსაზრება, მოსახსნელად გამზადებულ ვინჩენცო მონტელას შეცვლის "მილანშიო".

ამ ამბავმა მონტელამდეც მიაღწია და აი, რა თქვა:"დიდ პატივს ვცემ ანჩელოტის, ის პირველი მწვრთნელი იყო, რომელთანაც სტაჟირება გავიარე. ძმასავით მექცეოდა. "ჩელსიში" ასისტენტადაც კი მიწვევდა.

თუ უნდა, მოვიდეს და ჩემს თანაშემწედ დაიწყოს მუშაობა. ამას რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ, რადგან ჩვენ კარგი მეგობრები ვართ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხუმრობითაც არ უნდა იკადრო ასეთი რამის თქმა ვინსენტ ძმაო
იტალიურად დაქორწინებული
21:03 30-09-2017
0
Jer misi shedegebis naxevars mainc migegwia
Zura
21:50 30-09-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული