დი კანიო: სარი იგივე გვარდიოლაა, ოღონდ დიდი ფულის გარეშე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილი თავდამსხმელი პაოლო დი კანიო თვლის, რომ ამ გუნდის მწვრთნელი მაურიციო სარი არავიზე ნაკლები სპეციალისტი არაა:

"სარი ფენომენია. იგივეს აკეთებს, რასაც პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" - მკაცრი პრესინგი, ორგანიზებულად უკანდახევა, დაცვის ხაზის გამაგრება, ბურთის ფლობა და ა.შ.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მის განკარგულებაში უფრო დაბალი კლასის ფეხბურთელებია. "ნაპოლის" კარგი მოთამაშეები ყავს, მაგრამ ალანი კევინ დე ბრიუნე ან დავიდ სილვა არაა, ჟორჟინიო კი ფერნანდინიო და ა.შ. მოკლედ, სარის გუნდის დასაკომპლექტებლად გვარდიოლასნაირი ბიუჯეტი არა აქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული