"სკუადრა აძურას" დიდი დანაკლისი აქვს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებს მაკედონიასა და ალბანეთთან გასამართავ შესარჩევ შეხვედრებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, "პარი სენ-ჟერმენის" საყრდენი ნახევარმცველი მარკო ვერატი ვერ დაეხმარება. 24 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ "სკუადრა აძურას" ვერც "ტორინოს" დაშავებული შემტევი ანდრეა ბელოტი შეეშველება და არ იქნება "რომას" კაპიტანი დანიელე დე როსიც. მათ ნაცვლად იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ეროვნულ გუნდში "კალიარის" ნახევარმცველ ნიკოლა ბარელასა და "კიევოს" თავდამსხმელ რობერტო ინგლეზეს უხმო, მოგვიანებით კი სიას "ატალანტას" ნახევარმცველი ბრაიან კრისტანტესა და "ინტერის" შუახაზელი რობერტო გალიარდინიც დაამატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული