გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ "სკუადრა აძურას" ვერც "ტორინოს" დაშავებული შემტევი ანდრეა ბელოტი შეეშველება და არ იქნება "რომას" კაპიტანი დანიელე დე როსიც. მათ ნაცვლად იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ეროვნულ გუნდში "კალიარის" ნახევარმცველ ნიკოლა ბარელასა და "კიევოს" თავდამსხმელ რობერტო ინგლეზეს უხმო, მოგვიანებით კი სიას "ატალანტას" ნახევარმცველი ბრაიან კრისტანტესა და "ინტერის" შუახაზელი რობერტო გალიარდინიც დაამატა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)