მასიმილიანო ალეგრი: კონცენტრაცია დავკარგეთ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "იუვენტუსი" ტურინში "ლაციოსთან" დამარცხდა და "ნაპოლის", რომელმაც სტუმრად "რომას" 1:0 სძლია, 5 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესულმა პაულო დიბალამ 97-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. მოკლედ, ბიანკონერიმ შეწყვიტა ყველა ტურნირზე სახლში წაუგებელი 57-მატჩიანი სერია (50 მოგება, 7 ფრე).მარცხი "ბებერი ქალბატონის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ასე ახსნა:

"კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ. ასე მოხდა "ტორინოსთან", "სასუოლოსთან" და "ატალანტასთან" შეხვედრებშიც. ბოლო 2 თამაშში 5 ქულა დავკარგეთ. მგონი, მივხვით, რომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილი იყო, ზოგიერთს ტრავმა ახალი მორჩენილი
ქონდა, მაგრამ ეს მათ არ ამართლებთ.

რატომ არ დავაყენე დიბალა ძირითად შემადგენლობაში? ხუთშაბათს დაბრუნდა ნაკრებიდან და მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა. მე ვურჩიე დაესვენა და არ ენერვიულა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დროა უკვე...
0

სიახლეები პოპულარული