ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა.
მილიკი ახლა მძიმე ტრავმას იშუშებს და ახალ წლამდე მინდორზე ვერ გავა. სწორედ ესაა ფეხბურთელის იჯარით გაშვების მთავარი მიზეზი.
"კიევოში" განათხოვრება თავად მილიკისათვის იქნება კარგი. ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ პოლონელი ფეხბურთელი. მას "კიევოში" მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება და ეს დაეხმარება ფორმის აღდგენაში. როცა ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელის ინტერესებს ვითვალისწინებთ. ეს არის
ახლა მთავარია, ჩვენი მესიჯი სწორად მივიტანოთ მილიკამდე. ის ძალიან ამბიციური ფეხბურთელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - თქვა დე ლაურენტისმა.
მილიკი "ნაპოლიში" დიდი იმედებით მივიდა "აიაქსიდან", თუმცა ამ მართლაც უნიჭიერეს ფეხბურთელს ტრავმები შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"