ინსინიეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტისთან" 1:2-ზე წაგებულ მატჩში "ნაპოლის" ფორვარდმა ლორენცო ინსინიემ ტრავმა მიიღო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

დღეს ჩატარებულ სამედიცინო შემოწმებაზე დაადგინეს, რომ მას სერიოზული ტრავმა არ მიუღია, მხოლოდ კუნთი აქვს გაჭიმული, თუმცა შაბათს იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში მილანის "ინტერთან" თამაშს ვერ შეძლებს, შემდეგი შეხვედრისთვის კი უკვე მწყობრში ჩადგება.

ინსინიემ სერია А-ს მიმდინარე გათამაშების 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული