მარიო ბალოტელის "ნაპოლიში" თამაში უნდა

AutoSharing Option
"ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი Football Italia-ს სერია А-ს წამყვან გუნდებზე ესაუბრა:"არასოდეს არ მიფიქრია "ინტერში" დაბრუნებაზე. "მილანის" თამაშებს ვუყურებ და არც იქ არ დავბრუნდები. როსონერიში გადასვლამდე "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ველაპარაკე, მაგრამ "მილანი" ავირჩიე, რადგან მისი ფანი ვიყავი და კარგი ურთიერთობა მქონდა ადრიანო გალიანისთან.

"რომა" კარგი გუნდია. მე კი მინდა "ნაპოლიში" გადავიდე. ამ გუნდს ჩინებული შემტევი ტრიო ყავს. იმედია, სკუდეტოს მოიგებენ. ისე, ალბათ, ჩემპიონი ბიანკონერი ან ნერიაძური გახდება, თუმცა ნეაპოლელებს ვგულშემატკივრობ. ლუჩანო სპალეტის კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ყველა აქებს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ რომ გადახვალ მერე დაერხევა ნაპოლის
0

სიახლეები პოპულარული