ნამატჩევს "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ Mediaset Premium-ს შემდეგი განუცხადა:"ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ შეხვედრაში მარიო უნდა დამესვენებინა. ისე კი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მძიმე ბრძოლაში გამარჯვება გვესაჭიროებოდა.
ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ დღევანდელის მსგავსი გვჭირდებოდა. კაცნაკლული გუნდი უფრო მობილიზებული გახდა".