იტალიის პირველობის მე-10 ტურში მძიმე გასვლა ქონდა "ნაპოლის" "ჯენოასთან", თავიდან აგებდა, მაგრამ შემდეგ დუბლი მიითვალა მისმა ბელგიელმა თავდამსხმელმა დრის მერტენსმა, მესამე გოლი საკუთარ კარში ერვინ ზუკანოვიჩმა გაიტანა, ამის შემდეგ მასპინძლებმა ერთი საპასუხო ბურთის შეგდება მოახერხეს, ნეაპოლელებმა 3:2 გაიმარჯვეს და კვლავ გალიდერდნენ.
ტურინში "იუვენტუსმა" ადვილად დაამარცხა "სპალი" და 25 ქულით მესამე პოზიციაზეა. ამდენივე ქულა დააგროვა გასვლაზე "ბოლონიას" მძლეველმა "ლაციომ" (2:1), ოღონდ ბურთების უარესი შეფარდება აქვს და მეოთხე ადგილზეა.
"მილანმა" სტუმრად "კიევო" გაანადგურა, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 28 ოქტომბერს "იუვენტუსს" მასპინძლობს.
ამ შეხვედრის დასასრულს საჰაერო ორთაბრძოლაში როსონერის 20 წლის მცველი დავიდე კალაბრია მასიმო გობის შეეჯახა, თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.