იტალიური კლუბის პრეზიდენტმა მწვრთნელის ფუნქციები შეითავსა

AutoSharing Option
იტალიის სერია D-ს (რანგით მე-4 დივიზიონია) "ფულგორ მოლფეტამ" ჩემპიონატის 7 ტურში 5 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა შორისაა და კლუბის გაბრაზებულმა პრეზიდენტმა მაურო ლანცამ მწვრთნელი სამუშაოდან დაითხოვა, მისი ფუქციები კი თავად შეითავსა.

ლანცას ხელმძღვანელობით "ფულგორ მოლფეტამ" პირველივე შეხვედრაში "პიჩერნოსთან" ყაიმს მიაღწია.

ეს მაურო მარტო პრეზიდენტი და მწვრთნელი როდია, ავტოგასამართი სადგურების ქსელის დირექტორია, ურიგო შემოსავალი არა აქვს და მოცალეობის ჟამს ფეხბურთით ირთობს თავს.

სხვათა შორის, მწვრთნელის ლიცენზია არა აქვს, მაგრამ სამოყვარულო ლიგაზე ეს არც სჭირდება..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული