"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატზე ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "სან სიროზე" 78 ათასი მაყურებლის წინაშე გონსალო იგუაინის დუბლით დაამარცხა "მილანი" (2:0) და გალიდერდა. თუმცა, დღეს "ნაპოლიმ" სახლში "სასუოლოს" 3:1 სძლია და პირველი ადგილი დაიბრუნა.

ამ შეხვედრაში გოლები მასპინძელთაგან ალანმა, ხოსე კალეხონმა და დრის მერტენსმა გაიტანეს.

დღეს "ლაციომ" გასვლაზე აუტსაიდერი "ბენევენტო" გააბითურა (5:1) და ბიანკონერისთან 28-28 ქულით მეორე-მესამე პოზიციას იყოფს.

ტური ხვალ "ვერონასა" და "ინტერის" შეხვედრით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული