სარი: როდესაც მეტოქეს ვჯობნით, ვზარმაცობთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "სასუოლოსთან" მოგებულ მატჩზე (3:1) გააკეთა კომენტარი:

"გუნდი კარგ ფორმაშია, თამაში მიგვდის, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვვითარდებით. უკანასკნელ ორ შეხვედრაში შემადგენლობის როტაციას მივმართე და ლიდერებს დასვენების საშუალება მივეცი.

კლასიკური გოლი გავუშვით. როდესაც მეტოქეს ვჯობნით, ვზარმაცობთ, რაც კონცენტრაციის დაკარგვას იწვევს. სიფრთხილის გრძნობას ვკარგავთ და ამის გამოსწორება გვმართებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული