სარი: სკუდეტოს მოსაგებად 90 ქულაზე მეტი გვჭირდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი მაურიციო სარი თვლის, რომ იტალიის ჩემპიონობაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია:

"ოქროს მედლები? ახლა ამის პროგნოზირება ძნელია. ყველა ლიდერს გაუჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება. ზამთარში ტოპ-გუნდები ახალ ფეხბურთელებს შეიძენენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ყოველი შემდეგი მატჩი წინაზე უფრო რთული იქნება.

ვფიქრობ, ჩემპიონატის მოსაგებად 90-ზე მეტი ქულა გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ქვეყნის პირველობაზე ხელს არ გვიშლის. ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და მასზე მონაწილეობა სასიხარულოა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული