"ოქროს მედლები? ახლა ამის პროგნოზირება ძნელია. ყველა ლიდერს გაუჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება. ზამთარში ტოპ-გუნდები ახალ ფეხბურთელებს შეიძენენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ყოველი შემდეგი მატჩი წინაზე უფრო რთული იქნება.
ვფიქრობ, ჩემპიონატის მოსაგებად 90-ზე მეტი ქულა გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ქვეყნის პირველობაზე ხელს არ გვიშლის. ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და მასზე მონაწილეობა სასიხარულოა".