ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
31 წლის ბოსნიელ ფორვარდს წელიწადში 13 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო, მაგრამ მან კარიერის გაგრძელება იტალიაში ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ ჯეკო გასულ სეზონში 29 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიმდინარე სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში მის ანგარიშზე 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.