"მე დავეხმარე მას, უკეთესი გამხდარიყო? "ნუტელას" ნეხვს ნუ შეადარებთ. როცა პირლოს თამაშს ვუყურებდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, პროფესია ხომ არ შემეცვალა.
ერთად თამაში იტალიის 15-წლამდელთა ნაკრებში დავიწყეთ და უკვე მაშინ ის ძალიან ძლიერი იყო. ის უბრალოდ ცხოველი იყო, რომელსაც ათასი მეტრის გარბენა ძალიან მარტივად შეეძლო. მას ძალიან კარგი ფიზიკური ფორმა აქვს, ამიტომაც შეძლო ამ ასაკამდე თამაში.
პირლო ძალიან კარგი ადამიანია და მასთან ერთად მოედნის მიღმაც კარგი იყო
მისი აღორძინება "იუვენტუსში"? მას გაუმართლა, რომ კონტესთან მოუწია მუშაობა. პირლოს სჭირდებოდა ასეთი სამუშაო, მაგრამ მისი ძალა მის ფეხებშია და მწვრთნელმა მას თამაშის სურვილი დაუბრუნა. მე მგონი, ეს საიდუმლო იყო", - თქვა გატუზომ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით