"ჩემი კი არა, მთელი იტალიური ფეხბურთის მაგივრად მინდა ბოდიში მოვიხადო. ვერ მოვახერხეთ ამოცანის გადაჭრა, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური მნიშვნელობა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დავასრულეთ შესარჩევი ციკლი.
ფეხბურთელებმა იციან, რა რთულია პლეი-ოფის შეხვედრები. ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში. გადამწყვეტ მომენტებში არც გაგვიმართლა.
ჩვენ გვაქვს სიამაყე, ძალა და ჯიუტები ვართ. ვიცით, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
მე მივდივარ ნაკრებიდან. გეხვევით
სკუადრა აძურაში ასპარეზობა აგრეთვე დანიელე დე როსიმ, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ დაასრულეს.