კანდიდატები ცნობილია - ვინ იქნება "სკუადრა აძურას" მწვრთნელი?

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას იწყებს. მიზეზი იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლა გახდა.

- დრამა "სან სიროზე" - იტალია უმუნდიალოდ დარჩა! [VIDEO]


ჯამპიერო ვენტურა ჯერ ოფიციალურად არ არის დათხოვნილი, მაგრამ რობერტო მანჩინი ("ზენიტი") და მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") "სკუადრა აძურას" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატურებია.

უფრო ადრე ანონსდებოდა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტისა და ანტონიო კონტეს ("ჩელსი") კანდიდატურებს განიხილავდა.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს ლუიჯი დი ბაჯო, რომელიც იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის, - წერს La Gazzetta dello Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაისი არ გადაიბირონ არ დაგვღუპონ
1
ამათ მე პირადად ანჩელოტი მირჩევნია.
ავტორიტეტი უფრო მეტი აქვს ტიტულებიც და გამოვდილებაც
გია
13:55 14-11-2017
0

სიახლეები პოპულარული