"ვიუწყებით, რომ მწვრთნელი ლუიჯი დელნერი და მისი თანაშემწე ჯუზეპე ფერაცოლი განთავისუფლებული არიან. მადლობას ვუხდით 13 თვის მანძილზე გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებებს ვუსურვებთ",-ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გაკეთებულ განცხადებაში.
დელნერის ნაცვლად გუნდი მასიმო ოდოს ჩააბარეს, რომელიც ადრე "პესკარას" ედგა სათავეში.
"უდინეზე" სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.