გონსალო იგუაინმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა:

"იგუაინმა მარცხენა ხელის მოტეხილ თითზე ოპერაცია გაიკეთა. გონსალოს 45-წუთიანი ოპერაცია ტურინში გაუკეთეს და წარმატებით დასრულდა. მისი მწყობრში ჩადგომის დრო უახლოეს ხანში გაირკვევა".

დიდი ალბათობით, პიპიტა თავის ყოფილ გუნდთან, "ნაპოლისთან" 1 დეკემბერს ვერ ითამაშებს.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე მან 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული