"თავს კარგად ვგრძნობ და პარასკევს "ნაპოლისთან" დასაპირისპირებლად მზად ვარ. მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ეს ვიცით, კარგ ფორმაში ვართ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ სკუდეტო ჩვენ უნდა მოვიგოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი პარასკევს არ მთავრდება. ისე, წაგება ძნელი გადასატანი იქნება. ამაზე ფიქრიც არ გვინდა. უნდა გავიდეთ და ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია.
"ნაპოლის" სერია A-ში საუკეთესო დაცვა ყავს? ჩვენი მიზანია ბიანკონერის დაცვა იყოს საუკეთესო. ოქროს მედლების მოპოვება სწორედ