გონსალო იგუაინმა თავისი ყოფილი გუნდი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა ტურინის "იუვენტუსთან" და შეწყდა მისი 26-მატჩიანი წაუგებელი სერია. ბოლოს ნეაპოლურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატზე 25 თებერვალს წააგო "ატალანტასთან" (0:2).

ბიანკონერიმ კი ქვეყნის პირველობაზე მიჯრით 44-ე შეხვედრაში გაიტანა გოლი და რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლის ავტორი "ნაპოლის" ყოფილი თავდამსხმელი გონსალო იგუაინია, რომელმაც ხელზე ოპერაცია ახლახან გაიკეთა და მისი თამაში საეჭვო გახლდათ.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ, ბურთის ფლობა 68/32-ზე იყო, მაგრამ მე-12 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ "ბებერი ქალბატონი" თავს ორგანიზებულად იცავ
და, გაიმარჯვა და ახლა მაურიციო სარის გუნდს 1 ქულით ჩამორჩება.

ნამატჩევს "იუვეს" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ "სან პაოლოზე" თამაში მუდამ ძნელია, ასეთი ასპარეზობით შეუძლიათ წარმატებული სეზონები გაიმეორონ, იგუაინმა კი თავს ძალა დაატანა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და ძლიერი მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა თავის გუნდს.

ხვალ "ინტერი" "კიევოს" მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, ერთპიროვნული ლიდერი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული