მაურიციო სარი: არ იყო საჭირო გონსალო იგუაინისთვის ობსტრუქციის მოწყობა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე სახლში "იუვენტუსთან" დამარცხების (0:1) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ობიექტურად ისაუბრა:

"ბურთის ფლობა ჩვენს სასარგებლოდ ვერ გამოვიყენეთ. ტიფოზებს ყოველთვის ვეთანხმები, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ჩვენთან თამაშისას იგუაინი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და სანიმუშოდ იქცეოდა. არ იყო საჭირო მისთვის ობსტრუქციის მოწყობა.

მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არაა საჭირო, რადგან 90 წუთი ვდომინირებდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. 9 თვის მანძილზე ქვეყნის პირველობაზე არ დავმარცხებულვართ. სამწუხაროა".

ნამატჩევს პიპიტამ ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა და უთხრა, რომ სათქმელი მოედანზე თქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული