"ინტერმა" "იუვენტუსთან" სასურველ ყაიმს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში მილანის "ინტერმა" "იუვენტუსთან" დაცვითი სტრატეგია აირჩია, მასპინძლებს გოლის გატანის რამოდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ მარიო მანძუკიჩმა (ორჯერ) და სამი ჰედირამ მომენტები ვერ გამოიყენეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტუმართა გუნდის გოლკიპერი სამირ ჰანდანოვიჩი.

ნამატჩევს ნერიაძურის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ ქულის აღებით კმაყოფილია, თუმცა უკეთ თამაში მართებდათ. ბიანკონერის თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კი განაცხადა, რომ მეტოქეს მათ კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და შედეგით იმედგაცრუებულია.


"ბებერმა
ქალბატონმა" უკანასკნელად გოლი ინტალიის პირველობაზე 2016 წლის თებერვალში "ბოლონიასთან" შეხვედრაში ვერ გაიტანა და 65-მატჩიანი გოლების სერია შეწყვიტა. 450-ე მატჩი ჩაატარა "იუვეში" 33 წლის მცველმა ჯორჯო კიელინიმ.

დღეს "ნაპოლი" "ფიორენტინას" მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, ლიდერობას დაიბრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრე ქვია მაგას და არა ყაიმი!
გიორგიპირველი
11:36 10-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული