ტრანსფერის ალბათობას ის ფაქტი ზრდის, რომ ''მილანი'' ფინანსურად მძიმე სიტუაციაში იმყოფება და თუ ამ სეზონში ''ჩემპიონთა ლიგის'' საგზური ვერ მოიპოვა, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
შესაძლო გარიგებაზე დონარუმას აგენტ მინო რაიოლასაც ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას ''როსონერის'' პროექტის არ სჯერა და იგი ახალგაზრდა კარის დარაჯს ''სან-სიროს'' დატოვებას ურჩევს.
დონარუმამ ''მილანთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გაანახლა, თუმცა, პსჟ-ის ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, ტრანსფერი შეუძლებლად ნამდვილად არ გამოჩნდება.
მომზადებულია football-italia-ს