ხავიერ ძანეტი: მაურო იკარდი ''ინტერში'' ბედნიერია

AutoSharing Option
მილანის ''ინტერის'' ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ მაურო იკარდის მადრიდის ''რეალში'' შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

''ნერაძურის'' ლეგენდის განცხადებით, არგენტინელი ''ინტერში'' თამაშით ბედნიერია.

''მე იკარდის დიდი ხანია ვიცნობ. ის ჩვენთან ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო. იგი ყოველთვის პროფესიონალი იყო.

ახლა ის თავის ღირებულებას და საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და მაურო მათი საყვარელი ფეხბურთელია.

მადრიდი? იკარდი და მისი ოჯახი მილანში ბედნიერები არიან. მას სურს, რომ ეს შესანიშნავი თავგადასავალი გაგრძელდეს'', - განაცხადა ძანეტიმ.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული