"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა როგორც გვჩვევია, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, შესვენების შემდეგ კი ვერ ვივარგეთ. ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. შეცვლაზე გაბიადინი შევუშვი, მაგრამ ამან არაფერი არ შეცვალა.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. იტალიის ჩემპიონატზე გუნდებს შორის კლასში სხვაობა მინიმალურია და კონცენტრაციის დაკარგვისას უმალ ისჯები".