ეუსებიო დი ფრანჩესკომ "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი თამაშის წინ დასვენების საშუალება მთელ რიგ წამყვან ფეხბურთელებს მისცა, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენაც იქონია.
მისი გუნდი "ტორინოსთან" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სინიშა მიხაილოვიჩის გაწვრთნილებმა "ჯალოროსის" გულშემატკივრები პირველად 29-ე წუთზე ლორენცო დე სილვესტრის გოლით დაამწუხრეს.
29 წლის მცველს მხარი 73-ე წუთზე ახალგაზრდა ფორვარდმა სიმონე ედარამაც აუბა და სტუმრები წინ 2-ბურთიანი უპირატ
ერთადერთი, რაც "ოლიმპიკოს" ბინადრებმა მოახერხეს, ეს 85-ე წუთზე ჩეხი პატრიკ შიკის სხვაობის შემამცირებელი გოლი იყო.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ 77-ე წუთზე ედინ ჯეკომ პენალტი ვერ გამოიყენა.
"ტორინოს" მეტოქე 1/4-ფინალურ ეტაპზე კი თანაქალაქელი "იუვენტუსი" იქნება.
"ბებერმა ქალბატონმა" საკუთარ მოედანზე ბოლო დროს მოფერიანებულ "ჯენოასთან" ადვილ გამარჯვებას მიაღწია - 2:0.
ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლით გამოირჩა ბოლო დროს სათადარიგოთა შორის გადანაცვლებული პაულო დიბალა. არგენტინელს არც მისი თანამემამულე გონსალო იგუაინი ჩამორჩა და გენუელები ერთხელ მანაც დაამწუხრა.
1/8-ფინალური ეტაპის შედეგები:
20 დეკემბერი
"ნაპოლი" - "უდინეზე" 1:0
"ატალანტა" - "სასუოლო" 2:1
"რომა" - "ტორინო" 1:2
"იუვენტუსი" - "ჯენოა" 2:0
1/4-ფინალები
26 დეკემბერი
"ატალანტა" - "ნაპოლი"
"ფიორენტინა" - "ლაციო"
27 დეკემბერი
"მილანი" - "ინტერი"
3 იანვარი
"იუვენტუსი" - "ტორინო"