იტალიის თასი: "რომა" თასიდან გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის თასზე 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრები გუშინ დასრულდა, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება კი თითქმის ყველა ფავორიტმა მოიპოვა, გარდა "რომასი".

ეუსებიო დი ფრანჩესკომ "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი თამაშის წინ დასვენების საშუალება მთელ რიგ წამყვან ფეხბურთელებს მისცა, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენაც იქონია.

მისი გუნდი "ტორინოსთან" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

სინიშა მიხაილოვიჩის გაწვრთნილებმა "ჯალოროსის" გულშემატკივრები პირველად 29-ე წუთზე ლორენცო დე სილვესტრის გოლით დაამწუხრეს.

29 წლის მცველს მხარი 73-ე წუთზე ახალგაზრდა ფორვარდმა სიმონე ედარამაც აუბა და სტუმრები წინ 2-ბურთიანი უპირატ
ესობით გაიყვანა.

ერთადერთი, რაც "ოლიმპიკოს" ბინადრებმა მოახერხეს, ეს 85-ე წუთზე ჩეხი პატრიკ შიკის სხვაობის შემამცირებელი გოლი იყო.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ 77-ე წუთზე ედინ ჯეკომ პენალტი ვერ გამოიყენა.


"ტორინოს" მეტოქე 1/4-ფინალურ ეტაპზე კი თანაქალაქელი "იუვენტუსი" იქნება.

"ბებერმა ქალბატონმა" საკუთარ მოედანზე ბოლო დროს მოფერიანებულ "ჯენოასთან" ადვილ გამარჯვებას მიაღწია - 2:0.

ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლით გამოირჩა ბოლო დროს სათადარიგოთა შორის გადანაცვლებული პაულო დიბალა. არგენტინელს არც მისი თანამემამულე გონსალო იგუაინი ჩამორჩა და გენუელები ერთხელ მანაც დაამწუხრა.


1/8-ფინალური ეტაპის შედეგები:
20 დეკემბერი

"ნაპოლი" - "უდინეზე" 1:0
"ატალანტა" - "სასუოლო" 2:1
"რომა" - "ტორინო" 1:2
"იუვენტუსი" - "ჯენოა" 2:0

1/4-ფინალები
26 დეკემბერი
"ატალანტა" - "ნაპოლი"
"ფიორენტინა" - "ლაციო"
27 დეკემბერი
"მილანი" - "ინტერი"
3 იანვარი
"იუვენტუსი" - "ტორინო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული