ლეონარდო ბონუჩის "მილანიდან" წასვლა სურს

AutoSharing Option
goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩის "მილანის" დატოვება სურს. იტალიელი მცველი კლუბის ასპარეზობით უკმაყოფილოა და "სან-სიროდან" წასვლა ამიტომ განიზრახა.

30 წლის ბონუჩი "როსონერიმ" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

"მილანი" მიმდინარე სეზონს ძალიან ცუდად ატარებს. კლუბს მთავარი მწვრთნელის შეცვლამაც ვერ უშველა და ლომბარდიელები ამ დროისთვის "სერია ა"-ში 24 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ.

ბონუჩის სახელმა მადრიდის "რეალთან" და მანჩესტერ "სიტისთან" დაკავშირებით უკვე გაიჟღერა.

თუმცა, ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მას იტალიის დატოვება არ სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული