30 წლის ბონუჩი "როსონერიმ" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
"მილანი" მიმდინარე სეზონს ძალიან ცუდად ატარებს. კლუბს მთავარი მწვრთნელის შეცვლამაც ვერ უშველა და ლომბარდიელები ამ დროისთვის "სერია ა"-ში 24 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ.
ბონუჩის სახელმა მადრიდის "რეალთან" და მანჩესტერ "სიტისთან" დაკავშირებით უკვე გაიჟღერა.
თუმცა, ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მას იტალიის დატოვება არ სურს.