მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ უპასუხა.
"თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა როგორც კი გოლი გავუშვით, თავი ჩვეულმა პრობლემებმა იჩინა.
ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. ფანები პროტესტს იჩენენ და ეს ბუნებრივია, ვხედავ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერს ცდილობდენ, თუმცა არაფერი გამოგვდის.
დღეს მე "მილანის" მწვრთნელი ვარ, თუმცა ყველაზე ნაკლები პრობლემა ჩემშია. გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.
ჩვენ წარსულზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ და რეალობაში დავბრუნდეთ,
ჩვენზე წინ ცხრილში 8 გუნდია და მათგან ყველამ დაგვამარცხა, როდესაც რთულ მომენტებში გადავდივართ რეაგირება არ შეგვიძლია.
ყოველთვის ვცდილობთ თამაში გავაანალიზოთ და ნაკლები შეცდომები დავუშვათ, თუმცა მაინც იგივე ხდება", - განაცხადა გატუზომ.
მომზადებულია football-italia-ს მიხედვით