იტალიური პრესა: ანდრეა ბელოტიმ მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების და "ტორინოს" ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ ვარჯიშის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ იგი ვარჯიშისას მარჯვენა მუხლით ცუდად დაეცა და დაზიანებაც ამან გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, 24 წლის თავდამსხმელმა საწვრთნელი ბაზა ნამტირალევმა მიატოვა, რითაც სავარაუდოა, რომ მისი ტრავმა სერიოზული იქნება.

დეტალურ გამოკვლევას ფეხბურთელი დღეს ჩაიტარებს და გახდება ცნობილი, თუ რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს მას.

მიმდინარე სეზონში ბელოტის ანგარიშზე 15 შეხვედრაში გატანილი 4 გოლია.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული