ლორენცო ინსინიე: ჰამშიკის რეკორდს მე დავამხობ

AutoSharing Option
26 წლის ფორვარდი ლორენცო ინსინიე მარეკ ჰამშიკის რეკორდს გამოეხმაურა. სლოვაკმა ფეხბურთელმა გასულ ტურში ლეგენდარული დიეგო მარადონას რეკორდი დაამხო. 


იტალიელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას გული უჩქარდება, როდესაც "ნაპოლის" მაისურს იცვამს და იმედი აქვს, ერთ დღესაც ჰამშიკის რეკორდს თავად დაამხობს.

"აღფრთოვანებული ვარ ჰამშიკის ასპარეზობით. მას ფანებთან შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს და მათ დიდი სიყვარული აკავშირებთ.

თითქმის წარმოუდგენელია, როდესაც მარადონას გოლების რეკორდს ნახევარმცველი დაამხობს.

ჩემი ფიქრები მხოლოდ "ნაპოლის" უკავშირდება. გული მიჩქარდება, როდესაც ამ კლუბის მაისურს ვიცვამ.

ვიცით, რომ რთული
იქნება, თუმცა, 1990 წლის შემდეგ ნეაპოლელ გულშემატკივარს სკუდეტოს მოგებით არ გაუხარიათ და წელს ამ ცუდი ტრადიციის შესაწყვეტად ყველაფერს ვიღონებთ", - აღნიშნა ინსინიემ.

ლორენცო ინსინიე "ნაპოლის" აკადემიის აღზრდილია, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 5 გატანილი გოლია.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული