"ოქროს ურნა", როგორც ამ "ტიტულს" უწოდებენ, 21 წლის ფეხბურთელს გადაეცა.
"ინტერმა" ბრაზილიელი ფორვარდი 2016 წელს "სანტოსიდან" 33,5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ბაროსას არცერთი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია.
იგი 9 მატჩში შევიდა შეცვლაზე და 1 გოლის ავტორი გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებული შანსი ფეხბურთელს არც ლისაბონურ კლუბში ეძლევა.
პორტუგალიის პრემიერლიგის 17 ტურში, მან მოედანზე მთლიანობაში 17 წუთი დაჰყო.